logo
ENG



პაატა შამუგია: კონსტიტუცია თავზე გადაგვახიეს და არჩევნების უფლება წაგვართვეს

25 ნოე 201921:39
3 წუთის საკითხავი
 
p9gx1t8rjwrljpi.png

„კონსტიტუცია თავზე გადაგვახიეს, არჩევნების უფლება წაგვართვეს“,- ამის შესახებ განცხადებას პოეტი პაატა შამუგია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ტელეკომპანია „ფორმულასთან“ აკეთებს. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ, რომელმაც საკუთარი ხალხი გადააგდო, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი.

პაატა შამუგიამ სამართალდამცავებს მოუწოდა, რომ დაიცვან სამართალი და არა უსამართლობა.

„ამ ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, რომელმაც გადააგდო არამხოლოდ ქართველი ხალხი არამედ მთელი მსოფლიო, რომელსაც დაჰპირდა, რომ 2020 წელს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას შეასრულებდა. აბსოლუტურად ყველაფერზე წამსვლელი ხელისუფლება გვყავს. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სამართალდამცავებს, რომ დაიცვან სამართალი და არა უსამართლობა. დაიცვან ხალხი და არა კონკრეტულ ძალაუფლებას გამოკიდებული ჩინოსნები, როლებიც არღვევენ ყველანაირ კანონს. კონსტიტუცია თავზე გადაგვახიეს, არჩევნების უფლება წაგვართვეს და ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს?! ასეთ დროს ნებისმიერ ადამიანს აქვს მიმართოს პროტესტის რადიკალურ ფორმას. რადიკალიზმში იგულისხმება კანონიერი ქმედებები. პარლამენტის პიკეტირება არის კანონიერი იმიტომ, რომ პარლამენტში მყოფმა ადამიანებმა საკუთარი თავი კანონზე მაღლა დააყენეს“, - განაცხადა პაატა შამუგიამ.


close დახურვა